100 დღეა, რაც რუსეთმა დაიწყო გაუმართლებელი აგრესია და უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია, დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს. კერძოდ, სლავიანსკის, სევეროდონეცკის, კრივოიროგის მიმართულების და ასევე კრასნოგოროვკასა და პოლტავკასთან.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა (LDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი.
ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, რომ საუდის არაბეთი მზად არის, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების გამო, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 3.0076 ლარი ეღირება, ევრო – 3.2163 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7748 ლარი.
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები საუბრობენ. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.
ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები კლინიკა "ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება გრძელდება და ამასთან, კლინიკიდან გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვას აპირებენ.
