ივნისი 09 2022

"არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა," - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის რეზოლუცია.


ივნისი 09 2022

ყველაფერი ,,დემოკრატიით ევროპელების გაოცების“ ამბიციით დაიწყო.. ყველას, ვინც ეს ამბიცია თვიდანვე შიზოფრენიის, ან ზომიერებადაკარგული აფერისტობის ნიშნად აღიქვა ან თავი მოიტყუა, შედეგი ერთი დაგვიდგა: მივიღეთ პროვინციული კვაზიავტორიტარიზმი, რომელსაც ევროპამ სახელი უკვე დაარქვა და საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივაც ქართველი ხალხის იდეალიზმისა და რაციონალიზმის ძაფებისგან მოქსოვილ თოკზე დაკიდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე წერს.


ივნისი 09 2022

ევროპარლამენტმა თქვა, რომ უკრაინას და მოლდოვას ახლავე უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო საქართველოსთან უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წეს.


ივნისი 09 2022

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა, ფეიკების შედეგია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.


ივნისი 09 2022

დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.


ივნისი 09 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება გლობალურ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს.


ივნისი 09 2022

ახლა რას გვეტყვიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ოთხი-ხუთი კრიმინალის მფარველი და აქაური ოპოზიციის მოსყიდული ევროპარლამენტარი აკრიტიკებდათ, დღეს 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება საქართველოსთვის? - ეს იქნება ძალიან მძიმე, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებს და საქართველოში მედიაგარემოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციაზე დღეს დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.


ივნისი 09 2022

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აკრიტიკებს იდეას, რომ უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებია.


ივნისი 09 2022

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, - ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კიზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ წერს.


ივნისი 08 2022

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის მიერ გამოწვეულ ზიანთან ერთად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კიდევ უფრო შეანელა გლობალური ეკონომიკის განვითარება, რომელიც შედის სუსტი ზრდისა და მზარდი ინფლაციის გაჭიანურებულ ფაზაში.


გვერდი 579 სულ 1360
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.