ივნისი 15 2022

როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის. რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.


ივნისი 15 2022

დაინახეს, რომ ქართველმა ხალხმა თავიდანვე გამოიცნო „მეორე ფრონტის“ ვერაგული გეგმა, ხოლო რეზოლუციის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ბოლომდე გაშიშვლდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გურამ  შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს.


ივნისი 14 2022

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია დღეს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, (EECMD) ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან და პროექტ "DRIVE Democracy"-ის მონაწილეებთან, 2022 წლის შუალედური ანგარიშით წარსდგა.


ივნისი 14 2022

დღეს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონფერენციო დარბაზში პროექტის „აფხაზეთიდან დევნილი თემის განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების გაძლიერება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შექმნის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა.


ივნისი 14 2022

გასული ერთი კვირის (06.06.2022-12.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


ივნისი 13 2022

ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ ამ ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რათა რუსეთმა ვეღარ დაიკავოს ის ტერიტორია, რომლის ოკუპირება 24 თებერვლის შემდეგ განახორციელა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში განაცხადა.


ივნისი 13 2022
630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 

ივნისი 13 2022

იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა”იბერიას”ორგანიზატორი ,”პრესქულის”ხელმძღვანელი, მაკა ბელქანია სოციალურ ქსელში 13 ივნისის ტრაგედიას ეხმაურება:


ივნისი 12 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსკოვის შიშებზე საუბრობს და ვაშინგტონისგან სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხს მოითხოვს. ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.


ივნისი 12 2022

ეს არის დანიშნულება ადამიანისა, რომ იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ადამიანში... ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს გულებშიც გადმოვიდეს სულიწმიდა და მოვიხვეჭოთ ნაყოფი სულისა წმიდისა,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისა განაცხადა.


გვერდი 577 სულ 1360
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.