ის, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პოპულისტური ნაბიჯია. ეს არის რეგიონში არასტაბილურობის მიზანმიმართული წაქეზება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ ღვინჯიამ „სპუტნიკ-აფხაზიას“ პრესცენტრში საუბრისას განაცხადა.
სამი ადამიანის წასვლა არის უნიკალური პარტიიდან ხალხის წამოსვლებს შორის, რაც აქამდე კაცობრიობას გაუკეთებია, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან "ქართული ოცნებიდან" დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის წასვლას.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში „გიჟურ, მაჩო ომს“ არ დაიწყებდა.
„ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილმა წევრმა, სოზარ სუბარმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პარტიის დატოვება.
არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ. ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც "ქართული ოცნება" და საპარლამენტო თანამდებობა დღეს დატოვა.
„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტია "ქართულ ოცნებასთან" და მის ლიდერებთან არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ აქვს.
ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებს შეხვდნენ.
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9336 ლარი ეღირება, ევრო – 3.1040 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5954 ლარი.
