დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება.
ჩვენ უარი კი არ გვითხრეს კანდიდატის სტატუსზე, არამედ გადაგვივადეს, პირობები წაგვიყენეს. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ პირობას შევასრულებთ - მივიღებთ სტატუსსაც, - ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რუსული ძალების შემდეგი სამიზნე დონეცკის ქალაქები - სლავიანსკი და ბახმუტი იქნება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში, რუსთაველის გამზირზე, გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება:
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8762 ლარი ეღირება, ევრო – 3.0062 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4888 ლარი.
