დონეცკის მიმართულებით მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირებას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სამი ძირითადი მიღწევის გარდა ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამერიკელმა დიეტოლოგმა მოლი ჰემბრიმ დაასახელა ოთხი კატეგორიის პროდუქტი,რომელიც აძლიერებს ძვლებისა და სახსრების ტკივილს. სპეციალისტი გვირჩევს რაციონიდან მათ ამოღებას, ტკივილის შეგრძნების შესამცირებლად.
„მზად ვართ, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ, როგორც კი რეფორმები შესრულდება“, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მარნეულში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 ადამანი დაშავდა.
საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნაა ივანიშვილის მთავრობის გადადგომა, რომლის ფორმალური პრემიერი ღარიბაშვილია. შესაბამისად მთავრობა, რომ გადადგეს უნდა გადადგეს ღარიბაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს.
