უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ - იარში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კორპუსის ჩამონგრევისას გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. დაახლოებით 20-ზე მეტი კი - ნანგრევებშია ჩარჩენილი. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მიმართ აშშ-ს ელჩის პასუხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანის გუშინდელი პასუხი იყო ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და ემსახურებოდა პოლარიზაციის გაღრმავებას ქვეყანაში.
ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 37 200 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს ულოცავს.
სამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გივი კუბლაშვილს გლდანში მდებარე საწყობში ხის პალეტები დაეცა.
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძეს იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით.
დიდი მადლობა, ბატონო კანცლერო, ძვირფასო კოლეგავ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით.
“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება - მედიკოსები მიზეზად ომიკრონის ახალ ქვეტიპს ასახელებენ. სპეციალისტების განცხადებით “კოვიდ -19”- ის ახალი ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს, კლინიკურად მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა სახიფათოა რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის. მისი მთავარი მახასიათებელი კი სწრაფი გავრცელების უნარია.
“რას აპირებს 3 ივლის კრახით დასრულებული აქციის შემდეგ ოპოზიცია და მესამე სექტორი? როგორც აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორები აღიარებენ, რომ აქციის დაგეგმვის დროს გარკვეული შეცდომები ნამდვილად დაუშვეს, თუმცა ამ ყველაფერს გაიაზრებენ და შემდეგ სამოქმედო გეგმაზე იფიქრებენ.
იაპონური მედიის ინფორმაციით, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
