საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. შესაბამის ოფიციალურ მონაცემებს უკრაინის სახელმწიფო ფოსტა “Ukrposhta“ აქვეყნებს.
ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გამარჯობა მეგობრებო! მტრების ჯინაზე და გულის გასახეთქად, იქნება ეს უკრაინაში, რუსეთში თუ საქართველოში, ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად დგას! ჩვენების შეფასებით, 10 ტაქტიკური ბატალიონი მაინც დაერიდება ურდოს, მარიუპოლი რომ აიღოს! დიდება მარიუპოლის გმირებს, მებრძოლებს და ათეულ ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს! რა არ უნდა მოხდეს, მარიუპოლი უკვე გამარჯვებულია და დაუმარცხებელი! - წერს სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 489 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 281 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95%.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საცხოვრებლის დატოვება 11 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან, ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება, უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ეხება ასევე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებთანაც ბოლოს და ბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 9 აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დღეს, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმის და 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია, ამიტომ, ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა.
