August 18, 2025

თებერვალი 11 2022

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9506 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9544 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა.


თებერვალი 11 2022

თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს 3 მთავარ რამეს: წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას; დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას; მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას. დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ დისკუსიებს ეხება.


თებერვალი 11 2022

გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის 2021 წლის „დემოკრატიის ინდექსში“ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, სადაც საქართველოს ქულა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.


თებერვალი 11 2022

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში უკრაინა-რუსეთის ომზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინმა თავი მახეში მოიქცია.


თებერვალი 11 2022

“საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნები რეგულაციებს ამსუბუქებენ.


თებერვალი 11 2022

პრობაციონერებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობით - PROBBOX-ით სარგებლობის გამოცდილების გაცნობის მიზნით იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ.


თებერვალი 11 2022

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა, სადაც შესაძლოა, მალე სიტუაცია მწყობრიდან გამოვიდეს.


თებერვალი 11 2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს.შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საქონლის ფერმაში მოხდა. მკვლელობა სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.


თებერვალი 11 2022

ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან” ზუსტად ისე „ეჭყანება“ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.


თებერვალი 11 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 187 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%.


გვერდი 631 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.