"კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი შიმშილის წინაშე ვდგავართ“ - რას წერს უცხოური პრესა

„გერმანელ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ამჟამად რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების შემცველების სავარაუდო შეწყვეტის შესაძლებლობა აღელვებთ - თუ არ იქნება გაზი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემცირდება ელექტროენერგიის წარმოება, რაც ეკონომიკაზე და მოსახლეობაზე ძალზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი მომენტი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს და გათვალისწინებული უნდა იყოს: რუსული გაზის შეწყვეტა აუცილებლად გამოიწვევს სასუქების წარმოების შემცირებასაც, რასაც ძალზე სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება სოფლის მეურნეობისათვის. ექსპერტების აზრით, 2023 წლიდან, სავარაუდოდ, მსოფლიოს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სასურსათო კრიზისი ელოდება“, - ნათქვამია გერმანულ ჟურნალ Compact-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ექსპერტთა ვარაუდით, „ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი შიმშილის საფრთხის წინაშე ვდგავართ“ (ავტორი - სვენ რეუტი).

 

გთავაზობთ ვრცელი სტატიის შინაარსს:

 

ერთი მხრივ, გერმანიაში არავინ უარყოფს იმ აზრს, რომ რუსული ენერგომატარებლების მიღება აუცილებელია. სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ თუ რუსეთი გერმანიას გაზის ემბარგოს გამოუცხადებს, გერმანიის მრეწველობა რუსული ნედლეულის არარსებობის პირობებში სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში „დაინგრევა“.

 

მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც, როგორც ჩანს, სრულიად იგნორირდება გერმანელი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან: საქმე ეხება ორგანული სასუქების წარმოების კატასტროფულ შემცირებას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. სასუქების დეფიციტი კი ნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში უამრავი ევროპელი ფერმერი მოსავალს ტრადიციული რაოდენობით ვერ მიიღებს.

 

გერმანიის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ იაჰიმ რუკვიდმა უკვე განაცხადა, რომ „თუ გაზის მოწოდებაში შეფერხება იქნება, ცხადია, არც სასუქების წარმოება არ იქნება საკმარისი მოცულობით, ანუ 2023 წლის მოსავალი დაბალი იქნება“. პროგნოზი, რომელიც მათიაშ ბერნინგერმა (იგი ადრე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა, ახლა კი ქიმიურ კორპორაციის ექსპერტია) მოამზადა, კიდევ უფრო რადიკალურია: „2023 წელს ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სასურსათო კრიზისი გველოდება“.

 

ეს დამთრგუნავი პროგნოზი თითქმის აპოკალიფსური ჩანს, მაგრამ მათიაშ ბერნინგერს სხვებიც ეთანხმებიან: ბონელი ექსპერტი მარტინ კიმი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა (ორივე ქვეყანა ხორბლის მსხვილი ექსპორტიორები არიან) შეიძლება მსოფლიოში ასი მილიონი ადამიანის შიმშილი გამოიწვიოს. იმავეს ამბობს დევიდ ბიზლიც, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელიც: იგი ფიქრობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე საომარი მოქმედებები „წარმოუდგენელ ცუდ შედეგებს მოიტანს“. მისი თქმით, სურსათ-სანოვაგის უკმარისობა ახალ მიგრაციულ ნაკადს გამოიწვევს და ისეთ მწვავე კრიზისამდე მიგვიყვანს, რომლის შედეგად 2015 წლის მსგავსი მოვლენები „პიკნიკად მოგვეჩვენება“.

 

დღეისათვის ორგანული და არაორგანული სასუქები მრავალი ღარიბი ქვეყნისათვის მიუწვდომელია. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე დიდი კალიუმის სასუქების მწარმოებელი კომბინატები რუსეთში და ბელორუსიაში დასავლური ემბარგოს ქვეშ არიან, აზოტოვანი სასუქები კი, რომლებიც ბუნებრივი გაზისაგან მზადდება, მათ ვერ შეცვლის - გაზზე ფასის მატება სასუქის ღირებულებასაც ზრდის.

 

ბრაზილია შიშობს, რომ ასეთი სიტუაცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სერიოზულ დეფიციტს გამოიწვევს. აფრიკაში კი უფრო უარესი მდგომარეობა იქნება, რადგან იქ, კლიმატური პირობების გამო, ბევრ რეგიონში მარცვლეული კულტურების მოყვანა შეუძლებელია. ტრადიციულად, დეფიციტი იმპორტით ნაზღაურდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ სიტუაცია ნეგატიური სცენარით განვითარდება, იმპორტიც შემცირდება, რაც „შავი კონტინენტის“ მოსახლეობას მშიერ პერიოდს უმზადებს“, - აღნიშნულია ჟურნალ Compact-ში დაბეჭდილ სტატიაში.

 

წყარო

წაკითხვა 331 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.