იანვარი 15 2025

მკაცრად ვგმობ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას, ამასთან შეგუება არ შეიძლება.


იანვარი 14 2025

მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია", ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ბახმაროდან მიულოცა.


იანვარი 14 2025

ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს. ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი სათაურით "გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში".


იანვარი 14 2025

აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში მომხდარი ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.


იანვარი 12 2025

რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


იანვარი 12 2025

საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.


იანვარი 12 2025

დგებუაძე არის მონა, რომელმაც ბათუმის საამაყო ადამიანი, მზია დააკავა, დააკავა ათი ადამიანი, ის არის მონა. ამ მონასთან მაქვს საქმე და სად არის? ვეძებ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აჭარის მთავრობის სახლთან ერთ-ერთ პოლიციელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით.


იანვარი 12 2025

სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.


იანვარი 12 2025

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძე ავრცელებს.


იანვარი 11 2025

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე.


გვერდი 66 სულ 1338
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.