იანვარი 19 2025

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.


იანვარი 16 2025

[საქართველოს] მთავრობა დაუღალავად მიათრევს ქვეყანას რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც გაუკვალავია საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან კარგადაა ნაცნობი ავტორიტარულ სახელმწიფოებში. თუმცა არასდროს არ არის ძალიან გვიანი კურსის შესაბრუნებლად, რეპრესიული კანონების გასაუქმებლად, შეკრების თავისუფლების დასაშვებად, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად, და პოლიციის ანგარიშვალდებულებისთვის, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.


იანვარი 16 2025

აშშ და სომხეთი ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ფაშინიანი წერს, რომ ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა “მთავარ ეტაპს” აღწევს და საქართველოსთან პარტნიორობაზე საუბრობს.


იანვარი 16 2025

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა და თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე უნდა დასანქცირდნენ. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტარები ავრცელებენ.


იანვარი 16 2025

სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.


იანვარი 15 2025

ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მის მიმართ ასეთი ქმედება ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა “ბათუმელების“ დირექტორ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.


იანვარი 15 2025

ვგმობ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


იანვარი 15 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8446 ლარი ეღირება, ევრო – 2.9322 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4778 ლარი.


იანვარი 15 2025

ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.


იანვარი 15 2025

ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


გვერდი 65 სულ 1338
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.