იანვარი 06 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8185 ლარი ეღირება, ევრო – 2.9152 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5164 ლარი.


იანვარი 06 2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 იანვარს თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს – +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება.


იანვარი 06 2025

რეალურად ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა, თუ პია კაუმა რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისას, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებას: „დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება“.


იანვარი 06 2025

უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.


იანვარი 06 2025

არ მსურს ბანალური აზრების გამოთქმა, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ის ამას აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები, - ტელეარხ 

-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.


იანვარი 06 2025

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.


იანვარი 04 2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.


იანვარი 04 2025

ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას, არ ატარებ არჩევნებს, მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.


იანვარი 04 2025

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ.


იანვარი 04 2025

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა – უწმინდესს 92 წელი შეუსრულდა.


გვერდი 70 სულ 1337
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.