თებერვალი 10 2022

„კოვიდ-19“-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. 


თებერვალი 10 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2.9544 ლარი ეღირება, ევრო – 3.3801 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0079 ლარი.


თებერვალი 10 2022

გელათის მონასტერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდოლოგიასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-ი (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) დადებით შეფასებას აძლევს, – საერთაშორისო საბჭოს მიერ სამინისტროსთვის გამოგზავნილი ანგარიშის დეტალებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.


თებერვალი 10 2022

როგორც გამოცემა Inside the Games იტყობინება, 15 წლის კამილა ვალიევამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა. ვალიევამ ოლიმპიადის ისტორიაში ქალ სპორტსმენებს შორის პირველმა შეასრულა ოთხმაგი ბრუნი.


თებერვალი 10 2022

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა თუკი საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები აიცრებიან, კოვიდშეზღუდვები, შესაძლოა, მალე წარსულში დარჩეს.


თებერვალი 10 2022

უნგრეთი, უკრაინის კრიზისის გამო მიმდინარე მანევრების ფარგლებში, თავის მიწაზე ნატო-ს დამატებით ჯარისკაცებს არ მიიღებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ევრონიუსს“ განუცხადა.


თებერვალი 10 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.


თებერვალი 09 2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა.


თებერვალი 09 2022

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


თებერვალი 09 2022

ეს სამი წელი არ იყო მარტივი, იყო ძალიან საპასუხისმგებლო, რთული, მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა.

 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამ წლების მანძილზე შეიქმნა იმის მყარი საფუძველი, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება.

 

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, მადლობა სამინისტროს გუნდს, მის გვერდით ვიმუშავე სამი წლის განმავლობაში. ჩემთვის მართლაც პატივი იყო ის ნდობა, რაც მე გუნდმა გამომიცხადა, სამი წლის განმავლობაში ვმსახურობდი ამ მაღალ საპატიო თანამდებობაზე, ვიყავი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი. ეს იყო მართლაც რთული წლები და რაც მთავარია, შეიქმნა იმის მყარი საფუძველი, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, სწრაფად განვითარდება. ახლა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი, ახალი გამოწვევებია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი, მას წარმატებას ვუსურვებ.

 

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, პრემიერმა ბრძანა, ეს სამი წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიო, მაგრამ რთული იყო. მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავანდობ საზოგადოებას. ასევე დიდი მადლობა მედიას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

გვერდი 696 სულ 1384
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.