იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების რისკები არსებობს.
"მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია", - პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას სახალხო დამცველის მუშაობის მიმართ, მათ შორის მის როლზე ზედამხედველობა გაუწიოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას და დაიცვას მისი უფლებები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, - ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
ქუთაისში კოვიდ19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, საპენსიო ასაკის ადამიანების აქტიურობა შეინიშნება.
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს მთავრობას მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
ნათელი ხდება რატომაც “ჩამოვიდა” სააკაშვილი საქართველოში: პრაქტიკულად აფხაზეთის ეკონომიკური ანექსია ხდება, - ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი, - თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს.
ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, არაფერს გადავისხამ და მივიღებ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია „ფეისბუქში“ წერს.
