ნოემბერი 24 2021

რესტორნებს, რომლებსაც, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 24 2021

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 10 თვითმფრინავი და რამდენიმე გემი, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.


ნოემბერი 24 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 26 588 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 098 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.04%.


ნოემბერი 24 2021

ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი - რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება - ასე უნდა მივუდგეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


ნოემბერი 23 2021

პროექტი „ვაქცინაციის შესახებ დადებითი ინფორმაციის მიწოდებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“ ხორციელდება „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“- DRIVE Democracy მცირე გრანტების მხარდაჭერით.


ნოემბერი 23 2021

2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.


ნოემბერი 23 2021

პოზიტივი და მნიშვნელობა მაშინდელი 23 ნოემბრის ცალსახაა, მოლოდინები გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა, მოლოდინები არათუ არ გაამართლა „ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ მთელი საქართველო ჰყავდათ პოლიტიკური ტერორის ჯაჭვში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავთან დაკავშირებით დაკავშირებით განაცხადა.


ნოემბერი 23 2021

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა აღავლინდა. მან ქადაგებისას ცოდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია, მაგრამ "სინანული ასწორებს ადამიანს".


ნოემბერი 23 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 162 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 278 PCR ტესტით.


ნოემბერი 23 2021

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესიაში წირვა ჩატარდება.

 

23 ნოემბერს, ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულია, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბერს აკურთხეს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღვთიმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

 

რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

 

რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

 

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

 

23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.


გვერდი 732 სულ 1367
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.