February 10, 2026

ივლისი 26 2021

თეა წულუკიანი ემა გოგოხიას მიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში ეპატიჟება. მან ჟურნალისტებთან საუბრისასა თქვა, რომ დააბრუნებს მიკროფონს ან ამ ორი დღის განმავლობაში, ან როცა გოგოხია მას შეხვდება ან 3 ოქტომბერს, როდესაც ოპოზიციური "მავნებლური" ძალა დამარცხდება. ამ შეთხვევაში, წულუკიანის თქმით, ის თავად მიუტანს გოგოხიას მიკროფონს.


ივლისი 26 2021

მივმართავ სახელმწიფო სტრუქტურებს! საქართველოს პარლამენტი!!!! Salome Zourabichvili გადაარჩინეთ ქვეყანა, ბავშვები, მოხუცები!!


ივლისი 26 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 665  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.52 %.


ივლისი 24 2021

დღეს, საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge-ს ორგანიზებით, იმერეთის ჟურნალისტებისთვის, კლიმატის ცვლილებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგი გაიმართა.  აღნიშნული ტრენინგი პროექტის "კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში" განხორციელდა, რომლის მხარდამჭერიც ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრებია“.


ივლისი 24 2021

დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ისინი ყოველთვის უწევენ ჩვენს ქვეყანას და დღეს ეს გამოჩნდა ყველაზე რთული გამოწვევის დროს, როდესაც „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


ივლისი 24 2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.


ივლისი 24 2021

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ესპანელი რობერტო კარბალიეს ბაენა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა. 


ივლისი 24 2021

ლექსო ლაშქარავასა და მის კოლეგა ჟურნალისტზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ის 1991 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც "სირცხვილიას" ოფისში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა.


ივლისი 24 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 400 698 შემთხვევა.


ივლისი 23 2021

გვიანი იყო, დამირეკა პატარა ბიჭმა, ახლა მართლა მორჩაო. მეტი ფანტაზია აღარ მაქვს, როგორ ვიცხოვროო. უცებ არც მე მაფიქრდება როგორ და გამო მაგ ტყიდან, ჯერ კოკა-კოლა დავლიოთ-მეთქი. აზრი აღარ აქვსო, მაგრამ კოკაზე უარი არ გამოვიდოდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.


გვერდი 816 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.