რსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მთელი დღის განმავლობაში მთაწმინდის ფერდზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. შსს-ში ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვივნენ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 965 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %.
დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები დაასახელა.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში, მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რამდენიმე რჩევას გვიზიარებს:
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 126 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 088 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.93%.
"ქართული ოცნების" მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას შიშის გამოხატულებად მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისთვის მათ მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.
ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო2022 წლის მარტიდან გახდება - ამას ითვალისწინებს "საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
შეწყვიტეთ ოპოზიციაზე იერიშის მიტანა, დისკრედიტაცია, კინკლაობა, გახსენება, წამოძახება, უიმედო სიტუაციის დახატვა და ასეთები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
"ოლიგარქის მთავარი ამოცანა, გარდა ხალხის გაბითურებისა, არის ოპოზიციური ველის დისკრედიტაცია, უიმედობის, ნიჰილიზმის გაღვივება... ზუსტად იცის, რომ ასეთ პირობებშიც კი, როცა მთავარი სამიზნე მოძალადე, კრიმინალი, მატყუარა ხელისუფლება უნდა იყოს, მაინც ოპოზიციისკენ გადაიტანს "მავანი" ისრებს. გაგვძარცვეს, სახელმწიფო ჩამოშალეს, ადამიანები დაამშიეს, ქვეყნიდან განდევნეს, რუსეთს გუბერნიად უნდათ რომ გვაქციონ და ასეთ დროშიც თავს ვესხმით ოპოზიციას...
შეწყვიტეთ დაუსრულებელი კინკლაობები ხალხის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის... გადადეთ ყველფერი გვერდით და ვიბრძოლოთ, რომ დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა ამ მტარვალებისგან. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. სხვა დანარჩენი უინტერესო, უშინაარსო და მხოლოდ სულელურ დაპირისპირებას ემსახურება. შენ ეს თქვი, შენ ის, შენ ასე ამბობდი, მე ასე გავაკეთე... არავის აინტერესებს!
ხვალინდელი დღე, უკეთესი მომავალი, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, წარმატება და სწრაფვა განვითარებისკენ...
ოცნებამ გამოაცხადა მარცხი და ახლა ამას უნდა გაფორმება. ჩასაფრების და ერთმანეთისთვის ფეხის დადების გარეშე. ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის მოვალეობაა, რომ ჩვენი სამშობლოსთვის ასე მოვიქცეთ.
ყველაფერი კარგად იქნება! ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ,"- წერს ლევან ხაბეიშვილი.
