დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე სოციალურ ქსელში წერს:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 407689 , ბოლო 24 საათში - 3666;
დედამიწაზე ტემპერატურის მატების სიჩქარე იზრდება, რაც გამოიწვევს იმას, რომ უახლოეს ათწლეულებში გრძელვადიანი სიცხეების ინტენსიური პერიოდები დაფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის კვლევაზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სასულიერო პირთა ნაწილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ისინი ვაქცინაციის პროცესს ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ მისი ნებაყოფლობითობა სამართლებრივად იყოს გამყარებული.
26 ივლისს, დღის ბოლოდან 29 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, - ამის შეასხებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ლაშა შავდათუაშვილიმა ტოკიოს ოლიმპიადის 1/2 ფინალში კორეელი ანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
„უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, იმისთვის, რომ სახელმწიფო ემსახუროს საქართველოს მოქალაქეს, ბავშვებს, ჩვენს ხანდაზმულებს, სხვანაირად ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ". - ამის შესახებ გიორგი გახარიამ აჭარაში, ხელვაჩაურში პარტია „საქართველოსთვის" რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა.
26 ადამიანი კოვიდით გარდაცვლილი. ტრაგედია უგმიროდ... - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს.
ოპოზიციას ვურჩევდი წინასაარჩევნო კამპანიაში რამდენიმე მესიჯზე უარი თქვას:
რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის" ვაქცინა. ეს არის აშშ-ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
