March 31, 2026

ივლისი 22 2021

დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია - ამის შესახებ კულუტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა და თეატრის დარბაზში გადაღებული ფოტოს გამოაქვეყნა, სადაც "მთავარი არხის" მიკროფონით ხელში იმყოფება.


ივლისი 22 2021

საჭიროა ვითარების რადიკალიზაციაზე უარის თქმა და მშვიდ გარემოში ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით, რათა ჩვენი ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, რომელიც მიუღწეველი იქნება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმოსმენის გარეშე, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა სოციალურ ქსელში წერს. 


ივლისი 22 2021

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვაქცინების ეფექტურობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. გეგეჭკორი რამდენიმე ყველაზე ეფექტურ ვაქცინას გამოყოფს, თუმცა განმარტავს, რომ სიკვდილისგან ჩინური წარმოების ვაქცინებიც გვიცავს. 


ივლისი 22 2021

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, აგვისტოში დელტა შტამი ფართოდ გავრცელდება, შესაბამისად, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის.


ივლისი 22 2021

მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სმაინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.


ივლისი 22 2021

„ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.


ივლისი 22 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 656 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 261  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 410   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.17%.


ივლისი 22 2021

«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): მსოფლიოს ამბების დილის დაიჯესტის თემები // ამინდი: წყალდიდობები და ტყის ხანძრები; კოსმონავტი-მილიარდერები; კორონავირუსი - ტოკიოს ოლიმპიადის მტერი; „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის პერსპექტივა მერკელ-ბაიდენის შეხვედრის შუქზე; პერუ: ღარიბი პრეზიდენტი;


ივლისი 21 2021

"პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ შექმნილი ვთიარებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, გაერთიანდეს და დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, თუმცა დაუშვებლად მიაჩნია მომავალ მთავრობაში ძალოვანი სტრუქტურები ნაცმონალებმა ჩაიბარონ და მოითხოვს, რომ ოპოზიცია ამაზე დღესვე შეთანხმდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სულ "ლელოს“ ჰკითხავენ "ნაციონალები“ რომელი პორტფელი აიღონ - რამაზ საყვარელიძე.


ივლისი 21 2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, დღეიდან, 21 ივლისის დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.


გვერდი 829 სულ 1374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.