მაისი 27 2021

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ («The New Yiork Times») სტატიით „ლუკაშენკო პუტინს რთულ მდგომარეობაში აყენებს“ (ავტორი - ანტონ ტროიანოვსკი) ბელორუსში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება (ევროპული სამგზავრო ავიალაინერის იძულებით დაშვების თაობაზე, ოპოზიციონერის დაკავების მიზნით) და წერს, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო ასეთი მოქმედებით ვლადიმერ პუტინთან თავისი რთული დამოკიდებულების ახალი ფაზაზე გადავიდა“.


მაისი 27 2021

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის მარინა მათიაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა. 


მაისი 27 2021

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინდური შტამი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუდასტურდათ.


მაისი 27 2021

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების მასობრივი შეკრებამ, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაართულოს და COVID-19-ის ახალი, "ოლიმპიური" ვარიანტიც კი წარმოქმნას. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იაპონიის ექიმთა კავშირის ხელმძღვანელმა, ნაოტო უეიამამ განაცხადა.


მაისი 27 2021

საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია;


მაისი 27 2021

თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.


მაისი 27 2021

28 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი.


მაისი 27 2021

„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია.


მაისი 27 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 358  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 481 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.09%.


მაისი 26 2021

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკო და სიმბოლურად მისი სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.


გვერდი 828 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.