აპრილი 07 2021

თურქულ გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში («Habertürk») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვთქვათ და ნატო თურქეთს უბრძანებს...“, რომელშიც გაანალიზებულია თურქეთის სავარაუდო როლი რუსეთისა და უკრაინას შორის ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობების ფონზე (ავტორი - მუჰარემ სარიყაია, პოლიტიკური მიმომხილველი).


აპრილი 07 2021

აშშ-ის ჟურნალ «The National Interest»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯო ბაიდენის პოლიტიკა უკრაინაში: გამეორება იმისა, რაც ჯორჯ ბუშმა გააკეთა საქართველოში?“, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინა-რუსეთის 2021 წლის დაპირისპირება და გავლებულია პარალელები  საქართველო-რუსეთის 2008 წლის დაპირისპირებასთან, რასაც აგვისტოს ომი მოჰყვა.


აპრილი 07 2021

“ქართულ ოცნებაში” გადაჭრით უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველ პარტიაში საკადრო გადაადგილებები იგეგმება, რომლის შედეგადაც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. მათივე ცნობით, არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე პოლიტიკიდან წასვლას აპირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ამბობენ “ოცნებაში” პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე.

 

“ქართული ოცნების” წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და ალუდა ღუდუშაური “რეზონანსთან” საუბრისას ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ პარტიაში არავითარი რღვევა არ შეინიშნება. “ამ საკითხთან დაკავშირებით მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ და არც მსგავსი რღვევის ნიშნები არ მინახავს პარტიაში, ვერც კი ვისაუბრებ ამ საკითხზე”, - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილი”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ეს არის იაფასიანი ჭორები. საიდან მოიგონეს ეს ყველაფერი, არ ვიცი. ბ-მა კახი კალაძემ თვითონ გააკეთა განცხადება. ის იყო შეუძლოდ, ახლა გამოვიდა საავადმყოფოდან და გააკეთა კომენტარი, რომ როდესაც სრულად გამოჯანმრთელდება, დაუბრუნდება თავის საქმიანობას. რაც შეეხება იმას, რომ ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლებას ცდილობს, რასაკვირველია სრული სიცრუეა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ყველამ ვნახეთ მისი განცხადება ამის შესახებ, ის პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებულია, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის სიცრუე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთა საუბრისას ალუდა ღუდუშაური.


აპრილი 07 2021

“გიორგი ვაშაძის განცხადება ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.


აპრილი 07 2021

“საქართველოს პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა. 6 აპრილს ნახტომისებურად გაიზარდა ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი კი კრიტიკულ ნიშნულს - 3%-ს ასცდა.


აპრილი 07 2021

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4134 ლარი ეღირება, ევრო – 4.0585 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7187 ლარი.


აპრილი 07 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუარესდეს და შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება საჭირო არ გახდეს, აუცილებელია, მოსახლეობამ რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვას.


აპრილი 07 2021

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი. 


აპრილი 07 2021

სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.


აპრილი 07 2021

მდინარე ენგურში დაღუპულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება.


გვერდი 857 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.