"უმჯობესია, მოსამართლეთა დანიშვნაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული"- კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად წყალტუბოს ეწვია.
ელჩი ჰარცელი წყალტუბოში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შეხვდა.
ელჩმა მოინახულა წყალტუბოს განვითარების ჯგუფის მიერ შერჩეულ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ადგილობრივი განვითარების ინიციატივები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას: თაფლს, ღვინოს, პურს და სხვას.
შეხვედრის შემდეგ ელჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობისადმი ნდობის გაზრდა და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ელჩის თქმით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე აჩქარება არ შეიძლება.
ამასთან, კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას პარლამენტი გაითვალისწინებს.
„ჩვენ, ჩემს კოლეგებთან ერთად აშშ-დან და ევროპის საბჭოდან უკვე გამოვთქვით პოზიცია, რომ სჯობს, ცოტა შენელება, რათა ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები არ იყოს ამ დანიშვნებთან დაკავშირებით. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება, რომ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირი მიდგომა იყოს. იმედი მაქვს, ამ პერსპექტივას გაიზიარებს პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება განხილული მაკროფინანსური დახმარების თვალსაზრისით და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებაში. ამ საკითხის შესწავლა უნდა გაგრძელდეს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება აჩქარება, რადგან აჩქარება იქნება ცუდი სტარტი ამ ხელშეკრულების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში კარლ ჰარცელმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს შორის დისკუსიები პარლამენტში გაგრძელდა.
ამასთან, ჰარცელის თქმით, იმედი აქვს, შარლ მიშელის შეთანხმების ეს სულისკვეთება გაგრძელდება.
„ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო ის, რომ დისკუსიები გაგრძელდა და დაბრუნდა პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის იქედან გამომდინარე, რომ ამდენი გამოწვევა არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმების ეს სულისკვეთება ასევე გაგრძელდება“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"