ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თურქეთში ვიზიტით იმყოფება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 823 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 592 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85%.
ბრიტანეთის პრინცის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის უკანასკნელი სურვილი მშვიდად, საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში გარდაცვალება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Post ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინების კომბინირებულად გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.
გიგი უგულავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 751 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 285 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96%.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური ესკალაცია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ბრიტანეთის ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
,,32 წლის წინ ჩვენი საზოგადოების ერთობამ და ერთიანობის სურვილმა მიგვიყვანა სწორედ დამოუკიდებლობამდე. ჩვენი გმირების სახელს უკვდავყოფთ და გადავცემთ მომავალ თაობას. ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი მომავალი ერთობის და იქნებიან საწინდარი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას და დავასრულებთ ოკუპაციას,“ - ზვიად შალამბერიძე.
ქუთაისში, 1989 წლის 9 აპრილის, მოვლენების ამსახველი ფოტოებიც გამოიფინა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალს მთავრობის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
