ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4118 ლარი ეღირება, ევრო – 4.0044 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6929 ლარი.
იმერეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, „ფაიზერით“ აცრა დღეიდან დაიწყო. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში დღეს 84 ადამიანი აიცრება.
ინდოეთში ვირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს - კორონავირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა. ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და სიკვდილიანობაც, სავარაუდოდ, მაღალია.
კორონავირუსის წინააღმდეგ პატრიარქის ვაქცინირება დღის წესრიგში დგას, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი პროფილის ექიმებმა უნდა მიიღონ - ამის შესახებ ილია II-ის პირადმა ექიმმა შალვა პეტრიაშვილმა განაცხადა.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არა კრიზისიდან, არამედ ჩიხიდან გამოსვლაზე. ამისათვის საჭიროა კრიზისის რაღაც ფორმით კუპირება და მისი საპარლამენტო ფორმატში გადატანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
გავრცელებული ინფორმაციით, გოგი წულაია ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვაქცინის გაკეთების შემდეგ ვლადიმერ პუტინს გვერდითი მოვლენები განუვითარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების შემდეგ აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, Sinopharm-ის ვაქცინა, ჯერჯერობით, ისევ ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ უკვე აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
