მაისი 06 2021

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება.


მაისი 06 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 180 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 144 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%.


მაისი 05 2021

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველი სხდომა ქალაქ ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

 

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.


მაისი 05 2021

ჩემი ცხოვრება ბოლო სამი თვის მანძილზე ორი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს - სიცარიელით სავსე! - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.


მაისი 05 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 PCR ტესტით.


მაისი 05 2021

მწერალი გიორი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


მაისი 04 2021

ორ მაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ბაღში ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჯიშის  ყვავილი -  როგორც 20-მდე ვარდის ჯიში, ასევე მინდვრის და დეკორატიული ყვავილების მრავალფეროვნება.


მაისი 04 2021

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში და დაწესებულ უქმეებზე, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 13 მაისიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახში გააგრძელონ.


მაისი 04 2021

ნეკა დოროყაშვილი საკუთარ შვილთან, - ლუკას ბასილაშვილთან ერთად ძეგვის თავშესაფარს ეწვია.


მაისი 04 2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური კომპანია „სინოფარმისა“და „სინოვაკის“ ვაქცინების ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა.


გვერდი 865 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.