დეკემბერი 24 2024

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები დააჯილდოვა.


დეკემბერი 24 2024

“როგორი იქნება ქვეყნისთვის 2025 წელი, გავალთ სამშვიდობოს თუ მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდება, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ამ საკითხებზე ქართველი ექსპერტები დავით ზურაბიშვილი, ირაკლი მელაშვილი, ვახტანგ ძაბირაძე და რამაზ საყვარელიძე გვესაუბრებიან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რა ელის საქართველოს 2025 წელს?! / “არავის უხარია, რომ თავის ხელისუფლებას ამერიკა სანქციებს უწესებს, მაგრამ ამის წაყრუება ქვეყანას მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. პირველ სანქციებს შესაძლოა უფრო მწვავე ნაბიჯები მოჰყვეს“


დეკემბერი 22 2024

რეალურად, არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


დეკემბერი 22 2024

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საფრთხეები იზრდება.


დეკემბერი 22 2024

უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბადრი კვარაცხელია დაიღუპა.


დეკემბერი 22 2024

სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.


დეკემბერი 21 2024

21 დეკემბრის დილიდან მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ვიდეოკადრებს, რომლებიც ძალაუნებურად იწვევენ 2001 წლის 11 სექტემბრის ასოცოაციას, როდესაც აშშ-ში, ნიუ-იორკში მანჰეტენზე ორი სამგზავრო „ბოინგი“ ერთმანეთის მიყოლებით ეჯახება „ტყუპების“ ცათამბჯენებს.


დეკემბერი 21 2024

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა.


დეკემბერი 21 2024

პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დღეს იდევნება სწორედ იმ უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელდა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.


დეკემბერი 21 2024

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოში, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის" შეფასებაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის ეხება.


გვერდი 92 სულ 1352
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.