იანვარი 03 2025

პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.


იანვარი 03 2025

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8158 ლარი გახდა.


იანვარი 01 2025

მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.


იანვარი 01 2025

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე საქართველოს ახალ წელს ულოცავს.


იანვარი 01 2025

მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი - საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის , - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.


იანვარი 01 2025

ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა ჩვენს ევროპელსა და ამერიკელ მეგობარს, რომლებიც დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად ჩვენს ბრძოლას მხარს უჭერენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


დეკემბერი 29 2024

დღეს ისტორიული დღეა. საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ამ ისტორიული დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. აქ, სადაც ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, 33 წლის თავზე ჩვენ ვმართავთ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.


დეკემბერი 29 2024

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.


დეკემბერი 29 2024

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე.



გვერდი 89 სულ 1352
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.