ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.
“აფხაზებსა და რუსებს შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ კრემლმა 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. ამის შესახებ რუსები აფხაზებს უკვე დიდი ხანია ემუქრებიან და ამ მუქარის აღსრულება დაიწყეს.
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ოპოზიციაში მყოფი ადამიანები ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეს მიაყენონ შეურაცხყოფა, დააყენონ ტრაგიკული შედეგი თავიანთი ქმედებებით.
ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ნაცი“ და „ნაცური“ პროპაგანდა, ფაშისტური პროპაგანდა კლავს, ისინი ფიზიკურად აკეთებდნენ ამას თავისი ხელისუფლების პერიოდში და ახლა ხდება სიტყვით, ამის არაერთი შემთხვევა გვაქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებთან დაკაშირებით განაცხადა, რომ უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6956 ლარი ეღირება, ევრო – 2.9792 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5350 ლარი.
ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.