September 18, 2025

დეკემბერი 20 2020

ახალი წელი მოდის, გასაგებია რომ მობილობა და სიარული მეტი იქნება. თუ ახლა საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეულ შემსუბუქებაზე, მაშინ ძალიან მკაცრად უნდა იქნას დაცული ყველა რეკომენდაცია, ჩვენი თავები უნდა ვაკონტროლოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განაცხადა.


დეკემბერი 20 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა სიტუაცია კვლავ საყურადღებოა.


დეკემბერი 20 2020

23 დეკემბერს თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განაცხადა, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბითაც.


დეკემბერი 20 2020

ფორმულას ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა ფორმალურად პოლიტიკიდან.


დეკემბერი 20 2020

გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ის ჰააგის მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე იქნება წარმოდგენილი, თუმცა ეტაპობრივად.


დეკემბერი 20 2020

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიმართა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მოითხოვა, რეაგირება ჰქონოდათ გვარამიას პირად ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. ქარტიის განცხადებით, ადმინისტრაციის წერილში ეწერა, რომ 11 დეკემბერს გვარამიამ “შეურაცხმყოფელი და ყოვლად მიუღებელი” პოსტი გამოაქვეყნა პრეზიდენტზე.


დეკემბერი 20 2020

ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ და არსად განხილულა რევოლუციური სცენარი ან ირიბად, ან გადაკვრით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.


დეკემბერი 20 2020

ისრაელში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო. მან „ფაიზერის“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.


დეკემბერი 20 2020

“ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტის ბიუროს 21 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება. ამის შემდეგ ანხილვის პროცესი კომიტეტებში გადაინაცვლებს.


დეკემბერი 20 2020

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


გვერდი 934 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.