September 18, 2025

დეკემბერი 22 2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით.


დეკემბერი 22 2020

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გოგი ქავთარაძის ოჯახს მიუსამძიმრა.


დეკემბერი 22 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ უმნიშვნელოვანეს მეგა-პროექტზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორცილდა.


დეკემბერი 22 2020

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა.


დეკემბერი 22 2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 241 თბილისში, 497 იმერეთში, 191 კი აჭარაში გამოვლინდა,  -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


დეკემბერი 22 2020

საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.


დეკემბერი 22 2020

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.


დეკემბერი 22 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე პროფესიულ განათლებაში 2020 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


დეკემბერი 22 2020

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ბაიდენმა „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინა დელავერში, მის სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში გაიკეთა.

 

აცრის შემდეგ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. მან ყურადღება გაამახვილა ვაქცინის უსაფრთხოებაზე, შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვაქცინის განაწილების დაწყებისთვის „გარკვეულ პატივისცემას იმსახურებს“.

 

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვაქცინის განაწილებას დრო დასჭირდება და მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ ნიღბები, ასევე უარი თქვან ზედმეტ მოგზაურობაზე შობის პერიოდში.


დეკემბერი 22 2020

„ქართულ ოცნებას“ აშკარად „მოეწონა“ ხალხის სახლში გამოკეტვა, უმუშევრად დატოვება, რასაც გადასარევად იყენებენ კიდეც სათავისოდ და პოლიტიკურ დატვირთვასაც ანიჭებენ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.


გვერდი 931 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.