როგორი იქნება აშშ-ს ახალი პოლიტიკა საქართველოს მიმართ
“გასული კვირის განმავლობაში დასავლელი ექსპერტებისგან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე რამდენიმე განცხადება გაკეთდა, მათ შორის, ერთ შესაძლო ვარიანტსაც განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს შესაძლოა ნატოს ასოცირებული წევრობა შესთავაზონ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა, იმის გამო, რომ ამის პრეცედენტი არ ყოფილა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს მიერ გაკეთებულ განცხადებაში საუბარია საქართველოსა და უკრაინისათვის რაღაც ახალი, შუალედური სტატუსის შემოღებაზე, რასაც პირობითად შეიძლება ნატოს ასოცირებული წევრობა ეწოდოს. ამის პარალელურად კი რუსეთისათვის თანამშრომლობის ახალი პაკეტის შეთავაზებაზე, რათა ეს რუსეთის მხრიდან მტრულ ნაბიჯად არ იქნეს აღქმული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორი იქნება აშშ-ს ახალი პოლიტიკა საქართველოს მიმართ - “ბაიდენისთვის მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია, ტრამპისთვის ჩინეთი”.
“ობსერვერმა” კი გამოაქვეყნა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალის, გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების ფონზე, აუცილებელია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა (მაპ) გაეგზავნოს. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, ეს მხოლოდ კერძო მოსაზრებებია, ხოლო რეალური შეთავაზება, ალიანსის ოფიციალური პირებისგან არ ყოფილა. “ეს მხოლოდ კერძო პირების განცხადებებია და დღესდღეობით მსგავსი არავის არაფერი შემოუთავაზებია, მაპის სტატუსი გაცილებით უფრო უკეთესს იძლევა, ვიდრე ასოცირებული წევრობა, მაპი ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსს ანიჭებს, ასე, რომ სჯობს ამაზე გავაკეთოთ აქცენტი, თან ნატოელებმაც არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაპი მთავარ კრიტერიუმად რჩება. დღეს კი, როცა ამერიკას და ევროპას თავისი პანდემიური და სხვა პრობლემები აქვს გადასაჭრელი”, - ამბობს მაისაია, რომელსაც არ ჰგონია, რომ “ამ ეტაპზე ახალი რაღაცა შემოგვთავაზონ”, - აღნიშნავს გამოცემა.
„მაპი არის ის დონე, რომელიც ფაქტიურად ქვეყანას სრული გაწევრიანებისათვის ამზადებენ, ეს მოიცავს, სამხედრო პოლიტიკური რესურსების სწორ მართვას, უსაფრთხოების ელემენტებს, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციების სწორი მართვა ნატოს სტანდარტებით, რომელიც ალიანსისთვის მნიშვნელოვანია და ასევე სამართლებრივი ადაპტაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ელემენტების ფორმატში, კონკრეტული მოთხოვნების კრიტერიუმები დგინდება და ამის საშუალებით, თანდათანობით, ნატო ალიანსში გასაწევრიანებლად ქვეყნების მომზადებას ახორციელებს. როდესაც მაპს ანიჭებენ, ქვეყანას გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი ენიჭება, რომელიც გაცილებით უფრო დიდი პრივილეგიაა, ვიდრე ასოცირებული წევრობა, აქ უკვე ქვეყანას გარკვეულწილად უსაფრთხოების რაღაცა გარანტიები ჰქონდეს, დე ფაქტო მაინც. ამაზე უნდა ვიმუშავოთ, რომ მაპი მივიღოთ, ვინც ამბობს,რომ მაპი საჭირო არააო, ან ნატოს სტრუქტურებში ვერ ერკვევა, ან პოპულისტობს, ასეთი განცხადებებიც კეთდებოდა, რომ მაპის გარეშე შეგვიძლია ეს მივაღწიოთ, რაც სისულელეა, მაპი ახლაც რჩება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების მთავარ ინსტრუმენტად. ეს სტატუსი ყველა ნატოს წევრ ქვეყანამ გაიარა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“აშშ-ის ახალი ადმინისტრაცის პირობებში გლობალური ცვლილებების მაღალი ალბათობაა, გამოჩნდება მალე... ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ამას ბაიდენის ადმინისტრაცია რას განახორციელებს. ბაიდენი უფრო რაციონალურ პოლიტიკას გაატარებს, არ დაძაბოს, მაგრამ საკმაოდ მკაცრი მიდგომები ექნება, ეს ალბათ 20 იანვრის მერე გაირკვევა,როცა ბაიდენის ადმინისტრაციისგან პირველი განცხადებები გაკეთდება”, - მიიჩნევს მაისაია. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან” თვლის, რომ ნატოს ასოცირებული წევრი ქვეყნის პრეცედენტი არ ყოფილა. თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა, საკითხი ალიანსის დღის წესრიგში არ დგას”, - განაგრძობს გამოცემა.
“პრეცენდენტი იმისა, რომ რომელიმე სახელწიფო ნატოს ასოცირებული წევრი ყოფილიყო, არასდროს არ ყოფილა, გადაწყვეტილებას ჩრდილო ატლანტიკური საბჭო იღებს, ესაა ნატოს უმაღლესი ორგანო, რომელიც ნატოს სამიტებზე სახელწმიფოთა და მთავრობათა მეთაურობითაა წარმოდგენილი, ან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ის გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებს. ანუ 30-ივე სახელწიფო ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაზე თანახმა უნდა იყოს, მათ შორის საქართველოსთვის მაპის მინიჭება-არ მინიჭების, მოწვევის გაგზავნა-არგაგზავნის თაობაზე. შესაძლებელია, რომ კონკრეტული ქვეყანა ალიანსის კანდიდატი იყოს, მაგალითად როგორიცაა მაპი, მაგრამ როგორც ასეთი ასოცირებული წევრობა არასდროს არ ყოფილა. ეს ყველაფერი თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მეტსაც გეტყვით, ვიყოთ რეალისტები, ჯერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ გააჩნია", - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
„2008 წლის დეკემბრიდან დღემდე, საქართველოსთვის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა მოქმედებს, ანუ ერთის მხრივ საქართველო ნატოს ერთ-ერთი მთავარი უახლოესი პარტნიორია, მაგრამ, მეორეს მხრივ სამოქმედო გეგმაც არ გვაქვს მიღებული. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში რომც დადგეს, რომ ნატოს წესდებაში ცვლილება განხორციელდეს, რომლითაც ასოცილებული წევრის ისნტიტუტი იქნება შემოღებული, აქაც კონსენსუსი შემოღებული ვერ იქნება, შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა მხარი დაუჭირონ, მაგრამ ასე მგონია, რომ გერმანიამ, საფრამგეთმა იტალიამ, ნიდერლანდებმა, ამ ეტაპზე მხარს არ დაუჭერენ. რაც შეეხება უცხოელი ექსპერტების განცხადებებს, ამერიკელი ექსპერტის ლუკ კოფის მიდგომა იყო,რომ შესაძლებელიაო საქართველოს ნატოში მიღება განვიხილოთ, ოღონდ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, რომ ნატოს წესდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს, მაგრამ ესეც არარეალისტურია, ნატოს ფარგლებში ეს საკითხი არც განიხილებოდა. ასოცირებულ წევრობაში არ ჩანს გავრცელდება თუ არა საქართველოზე ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, ანუ ნატოს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოზე თავდასხვა განიხილება როგორც მთლიანად ნატოზე თავდასხმა. ჩემის აზრით ყველაზე რეალისტური ისაა,რომ საქართველო ამ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იმყოფებოდეს, ამ შემთხვევაში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ხელშეკრულებით ", - განაგრძობს ჩიტაძე.
„ ეტყობა, რომ შეერთებული შტატები ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გლობალურ საკითხებში, უფრო მეტად იქნება ჩართული, ტრამპისთვის ასეთი იდეა იყო, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა, მართლაც კოვიდ-19-მდე ამერიკაში 3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, რაც აშშ-სთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ბაიდენს, მისი იდეა უფრო ისაა, რომ ამერიკა გლობალური მოთამაშე იყოს, მას პირდაპირ საქართველო არ უხსენებია, მაგრამ მოკავშირეებზე ილაპარაკა. ბაიდენი საგარეო საკითხებში გაცილებით უკეთ ერკვევა, ვიდრე ტრამპი, ამიტომაც მგონია, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში მისი გავლენები მსოფლიო სხვადასხვა რეგიონებში გააფართოვოს, მათ შორის საქართველო აშშ-ის სამხედრო ურთიერთობები. მას აქვს სხვადასხვა ქვეყანასთან ასეთი ორმხრივი ხელშეკრულებები დადებული, რომელიც ამ ქვეყნაში სამხედრო ბაზების განთავსებას ითვალისწინებს. 2009 წელს, როცა ობამამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის განხორციელება დააპირა და მოსკოვში ჩავიდა კიდეც, ზუსტად იმ დროს ბაიდენს, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამ გადატვირთვის პოლიტიკის არ სჯეროდა, იგი აქ ჩამოვიდა და მოხსენებით საქართველოს პარლამენტში გამოვიდა. ბაიდენისთვის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე რუსეთია, როცა ტრამპისთვის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე ჩინეთი იყო, ბაიდენი უფრო რეალისტია და აცნობიერებს, რომ ჩინეთი ეკონომიკური ძალაა, რასთანაც ჯანსაღი კონკურენციაა შესაძლებელი, ხოლო რუსეთი სამხედრო ძალაა და მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს,"- დასძენს ჩიტაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"