17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 45.77% შეადგინა.
რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხის მიცემის შემდეგ განაცხადა.
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა ხმა ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე მისცა.
შეუძლებელია, დილის 8-ის ნახევრიდან ამხელა აქტივობა იყოს და ეს არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ჩვენი მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია არის დაცული. ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანთან განაცხადა.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის ინფორმაციით, ქუთაისის 130 საარჩევნო უბანზე კრნჭსიყრის პროცედურა 8 საათზე დაიწყო.
თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. 200-ს გადააჭარბა დაშავებულთა რაოდენობამ. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთში, ქალაქ იზმირში მოხმდარი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
