“წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სხვადასხვა კვლევაში პარტიების ხუთეული სხვადასხვანაირად გამოიყურება, თუმცა ყველგან პირველ და მეორე ადგილს გამოკითხვებში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” იკავებენ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა.
გორთან გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.
წელს, საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებულ პროექტს ახორციელებს - უფასო ონლაინ მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, რაც თავის თავში მოიცავს როგორც სწავლებას, აგრეთვე იმიტირებული გამოცდების ჩაბარებას.
კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში, 381 აჭარაში, 313 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 285-მდე გაიზარდა.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37263 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უკრაინიდან მიმართა.
