რა არის საპარლამენტო არჩევნების შედეგებში ის ე.წ. წითელი ხაზი, რა დროსაც ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებს? ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსებს "რეზონანსთან" განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ქუჩაში ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, თუმცა, მისი აზრით აქ საკითხი ხალხის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შემთხვევაში იქნება არჩევნების შემდგომი პროტესტი - სად გადის “წითელი ხაზები” / „ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, მთავარია ხალხი გამოჰყვება თუ არა”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის როგორც ექიმი ჩაერთოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში.
თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირი - ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.
ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს! - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 731 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დღეიდან ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 253-მდე გაიზარდა.
