ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, - ამის შესახებ „მთავარი არხის" ერთ- ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს პეტრე ადამაძე უხელმძღვანელებს. ადამაძე აღნიშნულ პოსტზე კონკურსის წესით დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინიტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,- ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,არა კაშხალს“, ,,გაიღვიძეთ საფრთხეა“, „არა დიდ ჰესებს“, „ქუთაისი საფრთხეშია“ - ამ სლოგანებით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
«Московский комсомолец» (რუსეთი), 23 ივნისი
ბელგიის პოპულარულმა გამოცემამ „ეურაქტივ“-მა («Euractiv») 22 ივნისს გამოაქვეყნა ენდრიუ როზინდელის სტატია სათაურით „დასავლური დემოკრატია ჯერ კიდევ წინ მიდის: შეხედეთ საქართველოს“.
ყატარის ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ“ («Al Jazeera») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ჟურნალისტ როზამუნდ ბრენანის ვრცელი სტატია სათაურით „კრიტიკოსები საქართველოში მშენებარე ჰესის ფინანსურ და სოციალურ ნაკლოვანებებს ასახელებენ“, რომელშიც საუბარია სვანეთში, ნენსკრაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დროებით შეფერხებული სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა "მაესტრო რეგიონების" ეთერში განაცხადა, წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელება დასრულდება.
"ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიიდან გამომდინარე გარკვეულწილად შეფერხდა, მაგრამ ძალიან აქტიურად გაგრძელდა, ამ დროისთვის დაახლოებით 670 პროექტზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმ 1950 პროექტიდან, რომელიც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. დაახლოებით 600 პროექტზე მიმდინარეობს შეფასება ტენდერის საშუალებით და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. 120 მილიონ ლარამდეა რაც იხარჯება იმერეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ამას ემატება 220 მილიონი ლარი, რომლის სამუშაოებსაც საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა რომ ვთქვათ, დაახლოებით 500 კილომეტრამდე გზა მოეწყო წელს იმერეთში, მიმდინარეობს ასევე 209 სკოლის რეაბილიტაცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და მშენებლობები, ყველა მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და არცერთი პროექტი პანდემიის გამო შეჩერებული არ არის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
