May 14, 2025

აპრილი 27 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ყველაზე მეტს თურქული მასმედია წერდა: გაზეთმა „დეილი საბაჰ“-მა («Daily Sabah») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თურქეთი, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს ჰუმანიტარულ დამარებას უწევს“, რომელშიც გაშუქებულია საქართველოს მიმართ თურქეთის მიერ გაწეული სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება: „თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლისათვის საქართველოს დახმარება გამოუგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის მიღებას დაესწრნენ თურქეთის ელჩი ფატმა იაზგანი, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია ლოლაძე და სხვა ოფიციალური პირები“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც ასევე გაშუქებულია თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს - „თიკა“-ს მიერ რეალიზებული პროექტები საქართველოში.

 

იგივე თემაზე წერს გაზეთი „ენი საფაკი“ («Yeni Safak») სტატიაში „თურქეთის წითელი ნახევარმთვარე ქართულ წითელ ჯვარს დახმარებას უგზავნის“. პუბლიკაციას თან ახლავს ამ ფაქტის ამსახველი ფოტოსურათები.

 

წყარო: https://www.yenisafak.com/en/news/turkish-red-crescent-sends-coronavirus-aid-to-georgia-3517905

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ


აპრილი 27 2020

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურმა მონაცემმა 3 მილიონს გადააჭარბა.


აპრილი 27 2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,


აპრილი 27 2020

თავისუფალ მედიაში შესვლის პრეცენდენტი იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მე კი არ ვიძახი შეცდომა იყო, ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნისთვის და ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, - განაცხადა საქართველოს ყოფლმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არისხ“ ეთერში.


აპრილი 27 2020

მაქვს ამბიციები, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა იქნება მინიმალური, ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მმართველობით სისტემაში მონაწილეობას არ მივიღებ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.


აპრილი 27 2020

ტუჩებზე, ისევე როგორც კანზე, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება.


აპრილი 27 2020

ლატვიაში covid 19 დიაგნოზით საქართველოს 53 წლის მოქალაქე გარდაიცვალა.


აპრილი 27 2020

აშშ-ში ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა.


აპრილი 26 2020

27 აპრილიდან, ხვალიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.


აპრილი 25 2020
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება, რისთვისაც მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა შეიმუშავა, რომლის დაცვის გარეშეც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა ვერ მოხდება.

გვერდი 1129 სულ 1322
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.