თებერვალი 10 2020

„ხუთშაბათს მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც ჩვენ ერთად დავადასტურეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას",


თებერვალი 10 2020

უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოდესაში საქართველოს კონსულთან თორნიკე ბერეკაშვილთან ერთად, ოდესაში, ქართული კულტურის ცენტრში, იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.

 

ზვიად შალამბერიძემ იმერეთში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა წყალტუბოს რეაბილიტაციის მნიშვნელობა, რომლის დასრულების შემდეგ 15 ათასიდან 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა, სადაც ევროპული დონის განათლების მიღება იქნება შესაძლებელი.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს იმერეთში დაბრუნებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, რეგიონისთვის ნამდვილად ახალი ერა დაიწყო, რომელიც გამორჩეულია ინფრასტრუქტურული პროექტებით, ცხოვრების სტილით, რაც ტურისტების რაოდენობის ზრდამ და ეკონომიკის წინსვლამ განაპირობა.

 

ზვიად შალამბერიძის ვარაუდით, ეკონომიკური წარმატება, რომელიც დღეს რეგიონშია, ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დასაქმებას და აღმავლობას ქვეყნის მასშტაბით.

 

შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია - "ბავშვებს სურთ მშვიდობა" წარმომადგენელი ლილია გრიჩულევიჩი, რომელმაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს მიმართა თხოვნით, რომ მოეწყოს საბავშვო ბანაკები, სადაც სხვადასხვა ეროვნების მოზარდები შეიკრიბებიან, ისაუბრებენ მშვიდობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, დაიგეგმება პატრიოტული, შემეცნებით, გასართობი ღონისძიებები. მისი თქმით, მსგავსი ბანაკები ხელს შეუწყობს ქართველი და უკრაინელი ბავშვების დამეგობრებას და მოზარდებში პატრიოტიზმის განვითარებას.

 

ასევე, შეხვედრას ესწრებოდა სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი. მან ისაუბრა საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და პერსპექტივებზე, აღნიშნულ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. თამარ ზაქარაშვილმა ქართველ ემიგრანტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მომზადება-გადამზადების პროფესიული პროგრამების შესაძლებლობის და მყისიერი დასაქმების პერსპექტივის შესახებ.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სახელმწიფო რწმუნებულს დიასპორის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს მათ შორის ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ, რის შესახებაც ზვიად შალამბერიძე მათ დეტალურად ესაუბრა.

 

ამასთან, ზვიად შალამბერიძემ შეკრებილებს მიმართა, რომ ქუთაისში 2 მაისს დაგეგმილ "გვირილობას" დაესწრონ, რომელიც წელს მასშტაბურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება და მას რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია დაესწრება.

 

შეხვედრის ბოლოს ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად გაიმართოს.



თებერვალი 09 2020

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი მადრიდში 23:10 დაამარცხა.


თებერვალი 07 2020

ჩინელი ექიმი, ლი ვენლიანგი, რომელიც საზოგადოებას დეკემბერში აფრთხილებდა "კორონავირუსის მსგავსი" დაავადების გავრცელების საფრთხეზე, დღეს თავად ამ დაავადებით გარდაიცვალა.


თებერვალი 07 2020

ლაგოდეხის მერმა სამუშაო პროცესს ვერ მიუსწრო.. ადგა და ფოტოშოპით ჩაასმევინა თავი მერიის თანამშრომლებს


თებერვალი 07 2020

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია. მან 12-დან 11 ხმა მიიღო.


თებერვალი 07 2020

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან - ძლიერი ქარი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.


თებერვალი 06 2020

სახელმწიფო რწმუნებული იმერთში ზვიად შალამბერიძე საქართველოს მთავრობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და "საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტის დამტკიცების გამო მადლობას უხდის.


თებერვალი 06 2020

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


გვერდი 1175 სულ 1322
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.