November 23, 2024

"საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია"

საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, პანდემია არც საქართველოშია დამარცხებული და არც - მსოფლიოში.

 

„ეს საბჭო შეიქმნა 28 იანვარს და ეს იყო ის პერიოდი, როცა საქართველოში არცერთი ინფიცირების შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ერთი თვის შემდეგ. ორი თვის შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული ისევე, როგორც გლობალურად მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმათულებით მოგვიწევს ორ ფრონტზე ბრძოლა, ორი მიმართულებით ბრძოლა: პირველ რიგში, ეს არის და რჩენა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ - ჩვენი ეკონომიკის აღორძინება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც პანდემიის შეჩერებას და პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს სრული სისტემური კოორდინირება გაუწია ყველა მიმართულებით . ჩვენ ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით, ეკონომიკის სწრაფი ეფექტური აღორძინების მიმართულებით და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 561 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.