ადამიანები ხშირად საუბრობენ ფსიქიკურ და ფიზიკურ დაავადებებზე, თითქოს ორი სრულიად განსხვავებული რამ იყოს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მათ შორის ძლიერი კავშირი არსებობს. დეპრესია, მაგალითად, ისეთივე ფიზიკური დაავადება როგორც გონებრივი.
ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი ჯარისკაცი, დავით ნემსაძე, "არმიის სამოქალაქო კონტროლის" სოციალურ ჯგუფში, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელში მოკლეს.
თბილისში, საახალწლო განათებები ჩაირთო. წელს რუსთველის გამზირზე პლანეტების ფორმის განათებებია განთავსებული, ხოლო თბილისის სხვადასხვა რაიონებში ძველი განათებებია გადატანილი.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართავს.
ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დაიწყო.
თუ ხელისუფლების მხრიდან მოტანილია განცხადება, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება" ნებისმიერ ფასად მაინც უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათი წინადადება მიღებული არ იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, გააჩნია „ქართული ოცნება“ რას შესთავაზებს ოპოზიციას.
„თუ იქნება ისეთი წინადადება, რომელიც შეესაბამება ახალგაზრდების სულისკვეთებას, საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების დაკვეთას, რომ პარლამენტი დაკომპლექტებული იყოს მრავალპარტიულით, იმ პროპორციით, რა პროპორციითაც თვითონ მოსახლეობა აგვირჩევს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავთანხმდებით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
"ამ ეტაპზე მისი სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს", - განაცხადა კვაჭაძემ.
თუ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ცოტნე გამსახურდიას, ექიმი ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებს. ამასთან, კითხვაზე, ბასრი საგნით აქვს თუ არა ჭრილობები მიყენებული, ექიმი განმარტავს, რომ ვერც ამ დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გავქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
„გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა.