"სამყარო გასაჭირშია და პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანობას საჭიროებს - გულგრილობა, ეგოიზმი, ამ დროს არ უნდა გვესმოდეს"
რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში არ დაივიწყონ მოწყვლადი ადამიანები.
მან აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას, ხელისუფლებებს მოუწოდა, რომ შეასუსტონ საერთაშორისო სანქციები და შეუმცირონ ან აპატიონ ვალები ღარიბ ქვეყნებს.
პაპის თქმით, სანქციები ქვეყნებს მოქალაქეების ადეკვატურ დახმარებას ურთულებს.
„ახლა არ არის გულგრილობის დრო, რადგან მთელი სამყარო გასაჭირშია და პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანობას საჭიროებს. გულგრილობა, ეგოიზმი, დაყოფა და გულმავიწყობა ის სიტყვებია, რომლებიც ამ დროს არ უნდა გვესმოდეს. ჩვენ გვსურს, რომ ეს სიტყვები სამუდამოდ ამოვშალოთ“, - აღნიშნა რომს პაპმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის გამო ევროკავშირი განსაკუთრებით აღმოჩნდა „ეპოქალური გამოწვევების“ წინაშე.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ კონტინენტმა კვლავ შეძლო აღორძინება სოლიდარული სულისკვეთების წყალობით და წარსული პაექრობა გადალახა. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, რომ წარსულმა მეტოქეობამ კვლავ არ იჩინოს თავი, არამედ, ყველამ თავი იგრძნოს ერთი ოჯახის წევრად და ერთმანეთს მხარში დაუდგეს“, - აღნიშნა პაპმა.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა სააღდგომო წირვა წმინდა პეტრეს თითქმის ცარიელ ტაძარში აღავლინა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"