"როცა ზოგიერთ ქვეყანაში ჩინეთის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები მესმის, თმები ყალყზე მიდგება"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დაუშვებლად მიაჩნია ჩინეთისთვის პრეტენზიების წაყენება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ეს გვესმის. ეს სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენი ჩინელი მეგობრები, რომელთაც გადალახეს ეპიდემიის პიკი თავიანთ ქვეყანაში, რომლებიც ეკონომიკას ნორმალურ რეჟიმში აბრუნებენ, საკუთარ თავში არ იკეტებიან. ისინი ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ სხვა ქვეყნებს, რომ გაუზიარონ თავისი გამოცდილება, რომელიც გამოიმუშავეს ამ ბოროტებასთან ბრძოლის დროს“,-აღნიშნა ლავროვმა ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციით საუბრისას.
მისივე თქმით, ჩინეთი ვალდებული არ არის ყველას გადაუხადოს კომპენსაცია იმის გამო, რომ ვირუსი „იქ დაიწყო და თითქოსდა ვიღაცამ ვიღაცას ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა“.
„როცა გვესმის იმის განხილვა, რომ ჩინეთი ვალდებულია ყველას გადაუხადოს იმის გამო, რომ ეს ინფექცია გაჩნდა და თითქოსდა ვიღაცამ ვიღაცას დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია, ეს გადადის ყველა ზღვარს. გავიგე, რომ ვიღაც ლონდონში თვლის, რომ ჩინეთმა უნდა გადაუხადოს 3 ტრილიონ 700 მილიარდი დოლარი ან ევრო ევროკავშირს იმ ზარალისთვის, რაც მას ამ პანდემიისგან მიადგა... თმები ყალყზე მიდგება, როცა ასეთი რაღაცები მესმის“,-დასძინა ლავროვმა.
ცნობისთვის, ჩინეთი კონკრეტულმა სამოქალაქო პირებმა და პოლიტიკოსებმა ინფორმაციის დამალვის გამო არაერთხელ დაადანაშაულეს. პეკინი ოფიციალურად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც. მისი თქმით, მათ რომ დაავადების შესახებ რეალური ინფორმაციას სცოდნოდათ, პანდემიას უფრო მომზადებულად დახვდენოდნენ.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"