ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე ხუთი მოსწავლე დაშავდა.
დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა.
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40 % ცუდად აფასებს, რაც 10 %-ით მეტია აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.
გიგი უგულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"სალომე ზურაბიშვილი - შეწყალება "მისი სუბიექტური" გადაწყვეტილებაა, ალბათ უნდოდა ეთქვა რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეგ აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბაოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია!ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით,"- წერს გიგი უგულავა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"სამი მკვლელის შეწყალება ერთ დღეში, მათ შორის ერთ-ერთი ისეთის, რომელიც დაპატიმრებულიც კი არ ყოფილა, ერთი დღითაც კი არ მჯდარა ციხეში, რადგან გაქცეული იყო.
ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთი მიზეზით-ვიღაცამ გააკეთა ფული.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს,"- წერს რომან გოცირიძე.
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა.
რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ბებია ფლორა შენგელია აცხადებს, რომ მის შვილიშვილს, ცხვირის ოპერაციამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო.
სპეკულაციები ჩემს საპარლამენტო მდივანზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, უნდა დამთავრდეს, რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პატიმართა შეწყალების საკითხზე განმარტება გააკეთა.
