April 11, 2026

ოქტომბერი 25 2022

„ფორბსის“ შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის ქონება 810 მილიონ დოლარს აღწევს. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის მეუღლის, აქშათა მართის ქონება 715 მილიონ დოლარს აღემატება.


ოქტომბერი 25 2022

რაიმე საფუძველი, რომ თამბაქოს სტანდარტიზებულად შეფუთვის გადაწყვეტილების გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც საქართველოს კანონდებლობით არის დადგენილი და რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.


ოქტომბერი 25 2022

ჩვენ არ დავიშურებთ ყველგან ძალისხმევას, ყველა პლატფორმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეის შეჯამებისას განაცხადა.


ოქტომბერი 25 2022

ცხინ­ვალ­ში ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი სამი ადა­მი­ა­ნი, ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ ოსუ­რი მე­დია წერს, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, და­შა­ვე­ბუ­ლი სამი მო­ქა­ლა­ქის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და "წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის" დახ­მა­რე­ბით ისი­ნი სამ­ხრეთ ოსე­თის ფარ­გლებს გა­რეთ არი­ან ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი.


ოქტომბერი 25 2022

“ზამთრის მოახლოვებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილში უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით სკეპტიკური განწყობა ძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, აშშ-მა შესაძლოა უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს.


ოქტომბერი 25 2022

“ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. როდესაც პოლიტიკური ინტერესები დგება დღის წესრიგში, ხშირად ავიწყდებათ კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და ასე შემდეგ... ეს ხშირად იწვევს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებასაც.


ოქტომბერი 25 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7723 ლარი ეღირება, ევრო – 2.7329 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1405 ლარი.


ოქტომბერი 25 2022

სრულიად აღმაშფოთებელია, როგორ თამაშობენ ადამიანები „ქართული ოცნებიდან“ სახელმწიფო ინსტიტუციებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლიც მიხედვითაც, ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა ილჰამ ალიევის ვიზიტზე.


ოქტომბერი 25 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში ომის დაწყებიდან რვა თვის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, 24 თებერვალს ამას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ახლა უკრაინა ეტაპობრივად ათავისუფლებს უკრაინულ ტერიტორიებს და ასუსტებს რუსეთის პოტენციალს.


ოქტომბერი 25 2022

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:


გვერდი 535 სულ 1376
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.