გასული ერთი კვირის (28.08-02.09) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სკეპტიკოსების მიუხედავად, ახალი მთავრობა მოსახლეობას ენერგოკრიზისს დააძლევინებს, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აფხაზები “„საზღვარს” ხსნიან - უნდა დათანხმდეს თუ არა ხელისუფლება აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტს
“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება “ქართულ აფხაზური საზღვრის” გახსნის საკითხს განიხილავს.
4 წელი თქვენს სამსახურში - დღეს, FirstNews.ge - ს დაბადების დღეა.
მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030, დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც თბილისში მიმდინარე კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა გააცნო.
რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მორიგ გზავნილს აქვეყნებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რუსული ინტერესების გატარების კონკრეტულ მაგალითს იხსენებს სოსო გოგაშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საჭირო სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ევროპა არის ღირებულებების ქვეყანა და არა „დისნეილენდი“ ტერორის მომხრეებისთვის და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
