დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი დედა-შვილია, დაშავებულია 2 წლამდე ბავშვი, მესამე კი მეზობელი. აფეთქება დღეს, პირველი სექტემბრის დილას მოხდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9002 ლარი ეღირება, ევრო – 2.8935 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3697 ლარი.
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკურ ამბიციებს კონკრეტული ადამიანების სამუშაო ადგილები არ უნდა შეეწიროს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ განაცხადა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-10 სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
საქართველო მოგზაურობის და ბუნების მოყვარულთა ქვეყანაა და ის 2023 წელს ITB Berlin-ის გამოფენის პარტნიორია. ამ სათაურით გერმანული კულინარიული ჟურნალი Gour-Med საქართველოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი „გამორჩეული ხედვის“ ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა რეფორმების გზაზე მიიყვანა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეები კონცენტრირებული იქნებიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფს და არ იქნება არანაირი წინადადებები, რომლებიც ომის ესკალაციას გამოიწვევს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9045 ლარი ეღირება, ევრო – 2.9126 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4029 ლარი.
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველი შერჩეული უნდა იყოს სწორედ იმ წესით, რაც ასახულია 12-პუნქტიან გეგმაში.
