საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ინგლისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ დიდ ბრიტანეთში სრულად ვაქცინირებული 640 ადამიანია გარდაცვლილი 2021 წლის იანვრიდან დღემდე, მაშინ, როცა ამავე ქვეყანაში 38964 გარდაცვლილი არავაქცინირებულია.
15 სექტემბერს, თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი, რა დროსაც 22 წლის ნიკო კვარაცხელია მოკლეს, შსს-მ გახსნა. მკვლელობაში ეჭვმიტანილები იძებნებიან. ამის შესახებ უწყებამ ინფრომაცია გაავრცელა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით კლიმატის ცვლილების ტემპი COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შენელებულა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა“,- ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ვიღაც კოკაინშიკი“ უწოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება ნელი ტემპით, თუმცა სტაბილიზაციისკენ მიდის.
პარტია „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მაგდა კოსტავასთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ეუთოს სადამკვირებლო მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები ესწრებოდნენ.
ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ ყველაფრის ცოდნის და კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში, თან ისე რომ არც სუსის რესურსი დახარჯოს და ინფორმაციაც უფრო ხარისხიანი იყოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 532 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%.
ერთადერთი, რაშიც მე ვსაყვედურობ ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერსაც, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი არ იყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიც ცერცვაძემ განაცხადა.
