"კიდევ ერთი უტყუარი დადასტურება" - რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ინგლისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ დიდ ბრიტანეთში სრულად ვაქცინირებული 640 ადამიანია გარდაცვლილი 2021 წლის იანვრიდან დღემდე, მაშინ, როცა ამავე ქვეყანაში 38964 გარდაცვლილი არავაქცინირებულია.
როგორც ფხაკაძე განმარტავს, სიკვდილისგან ვაქცინაცია 98.8 პროცენტით იცავს, ასევე უზრუნველყოფს ე.წ გრეძლი კოვიდის პრევენციას, რაც მისი შეფასებით, ვაქცინაციის სასარგებლოდ საკმარისი არგუმენტია.
"კიდევ ერთი უტყუარი დადასტურება ბრიტანეთიდან რომ ვაქცინაცია იცავს სიცოცხლეს!
2021 წლის იანვრიდან ივლისამდე მხოლოდ 640 სრულაფ ვაქცინირებული გარდაიცვალა, 11617 - ერთი დოზით ვაქცინირებული და 38964 არავაქცინირებული გარდაიცვალა!
სრულად ვაქცინირებულებში სიკვდილიანობა არის მხოლოდ 1.2%!
სრული ვაქცინაცია არ არის უკვდავების ელიქსირი, მაგრამ ის გიცავთ სიკვდილისგან 98.8%-ით! ახლა არ მითხრათ, რომ ეს ცოტაა!
ასევე, ვაქცინა გიცავთ იმისგან, რომ არ დაგემართოთ გრძელი კოვიდი!
ეს არგუმენტი თუ არ არის საკმარისი, მაშინ არ ვიცი … " - წერს ფხაკაძე.
ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი იმ ექიმებს აკრიტიკებს, რომელთა განცხადებითაც, საუკეთესო იმუნიტეტს გადატანილი კოვიდინფექცია უზრუნველყოფს. ფხაკაძე სავარაუდოდ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას გულისხმობს.
P.S.: ვინც ამბობს, რომ კოვიდის გადატანით შეძენილი იმუნიტეტი ჯობს ვაქცინაციის იმუნიტეტს, ეს ადამიანები /კოლეგები ვერ ხედავენ ან არ უნდათ, რომ დაინახონ სიმართლე! მედიცინა და მეცნიერება დგას მტკიცებულებებზე, წაიკითხეთ წიგნები, სამეცნიერო ჟურნალები, ცოტათი გაურიეთ ანალიზი, მეცნიერულ წრეშიც გაიარ-გამოიარეთ. და ეს თუ არ შეგიძლიათ, აკეთეთ თქვენი ვიწრო დარგიბრივი საქმე და მავნებლობებას თავი დაანებეთ. თქვენი გაუაზრებელი საქციელით თქვენ ანადგურებთ ისედაც მცირე ერს! ეს ისე, წაიკითხეთ, მარტივ ენაზეა:" - წერს ფხაკაძე.
სავარაუდოდ, ასევე ლევან რატიანის განცხადებას გამოეხმაურა ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელმაც ირონიულად აღნიშნა, რომ კოვიდგატანილის იმუნიტეტი კარგია, "თუ ის სიკვდილს გადაურჩა". ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვი კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ კოვიდგადატანილთა 1/3-ს ანტისხეულები საერთოდ არ უყალიბდება.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა