ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გააჩერა. ამის შესახებ არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისელ წარმატებულ მოკრივეებს შეხვდნენ.
17-21 თებერვალს, ქუთაისში საქართველოსა და უკრაინის შვიდკაცა ნაკრებები ერთობლივ ვარჯიშებს და სპარინგ-მატჩებს გამართავენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8157 ლარი ეღირება, ევრო – 2.9342 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5185 ლარი.
საქართველოს საპატრიარქო ჯვრის მონასტერთან მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო.
