მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა მეათე მოწვევის პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს.
ჩვენ, მთავრობას და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია პასუხისმგებლობა – სწრაფად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება ისეთი სახით, რომ 2024 წელს წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად,- ამის შესახებ პარლამენტში დარგობრივ კომიტეტებზე მოსმენისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 333 თბილისში, 84 აჭარაში, 111 კი იმერეთში დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 333 თბილისში, 84 აჭარაში, 111 კი იმერეთში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია „ბელინგქეთმა“ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურის მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ფაქტებით დადასტურებული საგამოძიებო დასკვნა გამოაქვეყნა, ნავალნის თანამებრძოლები ამ საქმის სტრასბურგის სასამართლომდე მიტანას აანონსებენ.
თუ ყველა ჩვენგანი არ დავიცავთ წესებს, თუ ბიზნესი თუ არ დაიცავს წესებს, განმეორდება იგივე, რაც იყო ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
